ტემპერატურის მატების ფონზე, მოსახლეობას ხანძრების გაზრდილი რისკის გამო აფრთხილებენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
ტემპერატურის
მკვეთრი მომატების ფონზე, ხანძრების რისკზე. მათი განცხადებით,
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით
მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მომატება. პარარელურად, ცალკეულ
რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რის გამოც, იზრდება ტყისა და
მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.
"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.
გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.
დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს", - ნათქვამია განცხადებაში.