ახალი ამბები
„მონოპოლია აქვთ ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე“ - მოძრაობა „ხმა“ წამლებზე ფასების რეგულირებას ითხოვს
FaceBook Twitter
E-mail Print
"აფთიაქებში გვძარცვავენ" - ამ შინაარსის ტრანსფარანტი ზუგდიდის ცენტრალურ ბულვართან მოძრაობა "ხმამ" გააკრა. მათი თქმით, ქვეყანაში ფარმაცევტული მაფია მოქმედებს. ეს "მაფია" მოქალაქეთა ყველაზე ღარიბი ფენის ხარჯზე შოულობს ფულს, თანხას კი შემდგომ "სააფთიაქო ოლიგარქები" იყოფენ.

მოძრაობის წარმომადგენელ გიორგი ხასაიას თქმით, არსებობს უამრავი კვლევა, რომელსაც მსგავსი განცხადებების დროს ეყრდნობიან. ერთ-ერთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მომზადებული დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ფარმაცევტული ბიზნესი იმ სახით, რა სახითაც დღეს გვაქვს, მოსახლეობის დიდ ნაწილს თავისუფალი ბაზრის სახელით ძარცვავს. მისი განმარტებით, ეს ბაზარი წლებია ოლიგოპოლიურ შეთანხმებებზე დგას, მასზე კი ხელს ოპოზიციასთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ითბობენ.

გიორგი ხასაია ამბობს, რომ ნებისმიერი ტიპის ჩარევა მედიკამენტებზე ფასის რეგულირების მიზნით, მსოფლიოში, მათ შორის მეზობელ სახელმწიფოებში მიღებული პრაქტიკაა, საქართველოში კი ყველაფერი პირიქითაა. ამიტომ, მოძრაობა "ხმის" მიზანი და მოთხოვნაც ერთია - მთავრობამ შეიმუშაოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების სია, ზუსტად ისე, როგორც დაახლოებით 150 ქვეყანაშია და ფასები დარეგულირდეს, ხელმისაწვდომი გახდეს მოქალაქეებისთვის.

მოძრაობის განმარტებით, მედიკამენტების ღირებულება პრაქტიკულად ყოველდღიურად იზრდება. "ხმა"ირწმუნება, რომ ფასმა შარშან 14%-ით მოიმატა 2019 წელთან შედარებით, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხის 2/3 კი სწორედ სააფთიაქო ოლიგარქიის ჯიბეში მიდის, - "მონოპოლია აქვთ ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე" - ამბობენ მოძრაობაში.

"ყველაზე გაყიდვადი წამლებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის მედიკამენტები. რომლებსაც პენსიონერები მოიხმარენ. მეორეს მხრივ, რადგან პენსიონერს პესია არ ჰყოფნის საყიდლად, მიდის ლიბერთი ბანკში. როცა უნდა საკუთარი პენსია სესხად გამოიტანოს, ლიბერთი ბანკი აძლევს 31%-ში. ეს არის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი საქართველოში. რადგან პენსია გარანტირებულ ფულს წარმოადგენს, ამ გარანტირებულ ფულზე პარაზიტობს როგორც ფარმაცევტული მაფია, ისე საბანკო ოლიგარქია", - უთხრა გიორგი ხასაიამ "ლაივპრესს".

მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ ცდილობს პრობლემის მოგვარებას, რადგან ოპოზიციასთან ერთად, მაფიის ლობირებით სარგებელს თავადაც იღებს. მოძრაობის წარმომადგენლის ცნობით, სწორედ ისინი დგანან ბარიკადის ერთ მხარეს, როგორც საერთო ინტერესის მქონე პირთა ჯგუფები, როგორი დაპირისპირებულებიც არ უნდა ჩანდნენ. ეს დაპირისპირება კი, მისივე განმარტებით, მხოლოდ მაშინაა ნამდვილი, როცა საუბარი ძალაუფლების მონაცვლეობას შეეხება.

"ჩვენ გვინდა წამლის ხელმისაწვდომობასთან ერთად, ამაზეც ვილაპარაკოთ", - ამბობს გიორგი ხასაია.

მოძრაობა "ხმა" მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, კამპანიას ქვეყნის სხვა ქალაქებშიც აწარმოებს. კამპანიის ფარგლებში, ისინი მოქალაქეებს საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ. კამპანია სოციალური ქსელების მეშვეობითაც მიმდინარეობს.

"ხმა" ნახევარ წელიწადზე მეტია არსებობს. მისი მიზანი, წარმომადგენელთა თქმით, საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ პრობლემებზე ფოკუსირებაა, როგორიცაა მედიკამენტები, ბავშვთა კვება, შრომითი უფლებები და ვითარება სამუშაო ადგილებზე.

მედიკამენტებზე ფასების ზრდას ქვეყნის მასშტაბით წლებია აპროტესტებენ. ერთ-ერთი ასეთი აქცია 2015 წელსაც გაიმართა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" 2012 წლის კვლევით, ფარმაცევტული კომპანიები მმართველი პარტიის დამფინანსებლებს შორის იყვნენ.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მხოლოდ აგვისტოს დასაწყისში, ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე განაცხადა, რომ წამლებზე ფასები ძალიან გაზრდილია და ეს საკითხი უნდა შეისწავლონ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.