ვფიქრობ, სკოლებში სწავლა დისტანციურად დაიწყება - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ
სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება. ამირან გამყრელიძის თქმით,
განათლების სამინისტრო სვაარაუდოდ განიხილავს იმ ფონს და
ეპიდვითარებას, რაც ქვეყანაშია და სწავლა ონლაინ იქნება. ასეთია მათი
რეკომენდაციაც - სანამ დადებითობის მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ის
ქვემოთ და ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგების 80% არ იქნება
სკოლაში ვაქცინირებული.
მისი თქმით, ამ მონაცემებამდე სკოლას უსაფრთხოდ ვერ მიიჩნევენ.
"მე პირადად იგივე შეხედულება მაქვს უნივერსიტეტებთან მიმართებაში, რომ დასწრებული სწავლებისთვის ეს კრიტერიუმები იყოს დამაკმაყოფილებელი. ეს არ ეხებათ მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებიც უნდა იყვნენ აცრილები. 150 000 სტუდენტი არის დღეს, რომლებიც ახალგაზრდები არიან. "დელტა" შტამი ძალიან ადვილად ვრცელდება ახალგაზრდებში, ადვილად გადამდებია. ამიტომ სასურველია, რომ სწავლის დაწყებისთვის ყველა უნივერსიტეტი და სკოლა იყოს უსაფრთხო", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.