სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს სამსახურში კოვიდსაბუთის წარდგენა ევალებათ
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს სამსახურში კოვიდსაბუთის
წარდგენის ვალდებულება დაეკისრათ. განცხადებაში, რომელსაც ომბუდსმენის
აპარატი ავრცელებს, ნათქვამია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უმძიმესი
ეპიდვითარების გამო მიიღეს, რაც ინდივიდუალურად და კოლექტიურად
სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს,
ასევე მთავარ მიზეზად დასახელებულია სახალხო დამცველის აპარატში
უსაფრთხო გარემოს შექმნა.
ბრძანების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელი ვალდებულია წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან კვირაში ერთხელ, საკუთარი ხარჯით აღებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი.
"კოვიდსაბუთის გარეშე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი არ დაიშვება არც სამსახურში და არც სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ოფისს გარეთ (გარდა დისტანციურად მუშაობისა); ხოლო, გამოუცხადებლობა ანდა სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა ჩაითვლება არასაპატიოდ.
გამონაკლისის სახით უნდა აღინიშნოს, რომ იმ თანამშრომლებმა, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვაქცინაზე სამედიცინო უკუჩვენება ან დროებითი უკუჩვენება აქვთ (მათ შორის, "კოვიდ 19"-ით ავადობის შემდგომი პერიოდი), უნდა წარადგინონ ექიმის მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც პირდაპირ იქნება მითითება ვაქცინაციის ჩატარების შეუძლებლობის შესახებ. ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატი, თანამშრომლის მიერ დაკავებული პოზიციის სპეციფიკიდან და სამსახურის საჭიროებებიდან გამომდინარე, იმსჯელებს მისთვის განსხვავებული სამუშაო რეჟიმის დადგენის შესახებ, ანდა დროებითი უკუჩვენების პერიოდში, აპარატის ხარჯით პისიარ ტესტის ჩატარების თაობაზე.
აქვე უნდა აღნიშნოს, რომ 27 აგვისტოს მდგომარეობით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა 80% ვაქცინირებულია", – აღნიშნულია ინფორმაციაში.