ახალი ამბები
ზუგდიდში ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს
ზუგდიდის სოფელ განმუხურში, ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს. ინფორმაცია "ლაივპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროსვე განმარტებით, იდენტიფიცირებულია სავარაუდო დამნაშავეც. გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც გრძელდება.

ვლადიმერ ვახანია ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრიდა კენჭს 2012 წელს საინიციატივო ჯგუფიდან, თუმცა შემდეგ ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.

მანამდე კი, საქართველოს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2009 წელს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს და გაასამართლეს. მას ბრალად ასევე ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაც. ვახანიას 3 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა.

ვლადიმერ ვახანიამ საპატიმრო 2012 წლის სექტემბერში დატოვა.