ანაკლიაში აცრის კაბინეტი გაიხსნა
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის
ინფორმაციით,
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამატებითი სივრცე ანაკლიაში
გაიხსნა, სადაც მოსახლეობას ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე
შეუძლია ვაქცინაციის ჩატარება.
წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრა შესაძლებელია ასევე ზუგდიდში, რუსთველის ქუჩაზე ყოფილი "იმპექსის" შენობაში.
ამასთან, ანაკლისთან ერთად ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 25 ამცრელ დაწესებულებაში.
გარდა ამისა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებენ მობილური ჯგუფები, რომლებიც სოფლებში ადგილზე ვაქცინაციას ახდენენ.