ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსს 60 ადამიანი ემსხვერპლა, აღირიცხა 2 571 ახალი შემთხვევა
საქართველოში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი. 3 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

სტოპცოვ.გე-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 449 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 313, "პისიარ" ტესტით – 8 236.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,73%, ბოლო 14 დღის – 8,69%, ბოლო შვიდი დღის – 7,69%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 570 493 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 527 337 გამოჯანმრთელდა, 7 977 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 366 678 აცრა, დღიურად აცრილია 27 011.

კარანტინის რეჟიმშია 86, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 520 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 072 პირი.