ახალი ამბები
სამეგრელოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი რუხის საავადმყოფოში და 1 ფოთის კლინიკაში გარდაიცვალა.

აღირიცხა კოვიდ19-ით ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა.

კარანტინში იმყოფება - 28 კოვიდ ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 290 პაციენტი.

რეგიონის კოვიდ კლინიკებში მკურნალობას აგრძელებს 399 პაციენტი. აქედან: რუხის კლინიკაში იმყოფება - 153 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმეა 42 - ის მდგომარეობა.

ფოთის კლინიკაში იმყოფება - 39:

სენაკის კლინიკა სენამედში - 42;

ფოთის კლინიკა "ბომონდში" - 45. მათ შორის მძიმეა 3;

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა - 24 პაციენტი,

სენაკი ლაზიკა მედი - 78. მათ შორის მძიმე 2 და საშუალო სიმძიმის 72;

მარტვილის ევექსის კლინიკა - 23 პაციენტი.

8 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 570 493 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 527 337 გამოჯანმრთელდა, 7 977 კი, გარდაიცვალა.