ახალი ამბები
საქართველოში 1 433 296 ადამიანია ვაქცინირებული
10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 433 296 აცრა ჩატარდა.

მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ.გე-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 9 სექტემბერს აიცრა 24 325 ადამიანი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 795 პაციენტი, 54 კი გარდაიცვალა.