ახალი ამბები
ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულიაციას ცდილობენ - დეკანოზი ფარულ ჩანაწერებზე
FaceBook Twitter
E-mail Print
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სავარაუდო უკანონო მოსმენების დეტალები უნდა იყოს გამოძიებული და როდესაც მეტ-ნაკლები სიცხადე გამოიკვეთება, იქნება შესაძლებელი დასკვნების გაკეთება.

მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომსულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალები, რომლებიც, სავარაუდო, ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროვებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულიაციას ცდილობენ.

"სავარაუდო უკანონო მოსმენების, უკანონო გატანის და შემდეგ სავარაუდო უკანონო გასაჯაროვების დეტალები, გამოძიებულ უნდა იქნას და როდესაც მეტნაკლები სიცხადე გამოიკვეთება ამ საკითხში, შემდგომ იქნება შესაძლებელი, რაიმე დასკვნების, ან კომენტარების გაკეთება, მანამდე ბევრი რამ ბუნდოვანია და ერთმანეთში აზელილია ტყუილ-მართალი.

საპატრიარქოს ხელი არ მიუწვდება მასალაზე, რომლის შესახებაც არის საუბარი, მივმართავთ ტელევიზიებს, ვისაც აქვს ეს მასალა, თუ ეს შესაძლებელია, გადმოგვცენ აღნიშნული ფაილები.

პ.ს. უკანონო მიყურადება და მსგავსი მასალების გასაჯაროვება სრულიად მიუღებელია, თუკი ასეთი ფაქტი დამტკიცდა", – განმარტა დეკანოზმა.

12 სექტემბერს, მედიასაშუალებებმა მიიღეს ვებსაიტის ბმული, სადაც განთავსებული იყო სასულიერო პირების შესახებ ფაილები, ვიდეო, ფოტი და აუდიოჩანაწერები. მასალები სასულიერო პირების ნაწილის პირად ცხოვრებას ეხება. მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

საქართველოს პროკურატურაში ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი მოუწოდებს მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
14:54 / 23.09.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალი ათონის ტბაში მამაცის
12:56 / 23.09.2021
ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალი ათონის ტბაში მამაცის
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის კოვიდ
კლინიკებში იმყოფება 505 პაციენტი, აქედან 37-ის მდგომარეობა მძიმეა.
12:28 / 23.09.2021
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის კოვიდ კლინიკებში იმყოფება 505 პაციენტი, აქედან 37-ის მდგომარეობა მძიმეა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 180 პირს გამოუვლინდა.
10:41 / 23.09.2021
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 180 პირს გამოუვლინდა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
Life in exile during the pandemic [Documentary film]

In the village Rukhi in Zugdidi municipality, nine internally displaced

„არ ყოფილა საშიში“ - ვაქცინაცია სოფლის ამბულატორიაში [ვიდეო]
74 წლის ზაურ ჯიქია დროებით მოწყდა თხილნარში მოსავლის
ფოტო
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.