ახალი ამბები
მესტიის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის ოჯახი სახელმწიფო შესყიდვებშია ჩართული
FaceBook Twitter
E-mail Print
მესტიის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის, მარიამ ნაკანის მეუღლე - თეიმურაზ გულედანი, და - თამარ ნაკანი და დედა - ლამარა გულბანი ადგილობრივ შესყიდვებში არიან ჩართული. მათ ჯამში სახელმწიფო შესყიდვებიდან 373,811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები მიიღეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, თანხის ძირითადი ნაწილი - 346,973 ლარის კონტრაქტები თეიმურაზ გულედანის მიერ 2017 წლიდან დღემდე მოგებულ ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებზე მოდის.

"მარიამ ნაკანი მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიციას 2014 წლიდან იკავებს. მისი მეუღლე, თეიმურაზ გულედანი შესყიდვებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მონაწილეობს. მან 7 ტენდერი მოიგო, ასევე მიიღო 5 გამარტივებული შესყიდვა. 7 ტენდერიდან 3 შემთხვევაში შემსყიდველი მესტიის მერია, ერთხელ კი მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება იყო, ასევე ხუთი გამარტივებული შესყიდვიდან თითო მესტიის მერიასა და მესტიის დასუფთავების სამსახურზე მოდის.

თეიმურაზ გულედანმა უშუალოდ მესტიის მერიისა და მისი იურიდიული პირებისგან ჯამურად 275 395 ლარი მიიღო, რაც მის მიერ მიღებული კონტრაქტების საერთო ღირებულების 80% შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გულედანის მიერ მოგებული მესტიის მერიის სამი შესყიდვის შემთხვევაში, სატენდერო კომისიის წევრი იყო მისი მეუღლე, თუმცა მარიამ ნაკანის ხელმოწერა სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებზე არ ფიქსირდება", - ნათქვამია კვლევაში.

ორგანიზაციის ცნობითვე, მარიამ ნაკანის დედამ, ლამარა გულბანმა 2013-2018 წლებში 12 513 ლარის ღირებულების 13 გამარტივებული შესყიდვა მიიღო, მათ შორის 8 817 ლარის ღირებულების 7 გამარტივებული შესყიდვა მესტიის მუნიციპალიტეტისაგან.

თამარ ნაკანმა, მარიამ ნაკანის დამ კი 2016 წლიდან დღემდე 14 325 ლარის ღირებულების 5 გამარტივებული შესყიდვა მიიღო, 3 შემთხვევაში შემსყიდველი მესტიის მერია, ორჯერ კი მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო სკოლა იყო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
15:38 / 23.09.2021
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია და "ქართული ოცნების"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
14:54 / 23.09.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალი ათონის ტბაში მამაცის
12:56 / 23.09.2021
ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალი ათონის ტბაში მამაცის
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის კოვიდ
კლინიკებში იმყოფება 505 პაციენტი, აქედან 37-ის მდგომარეობა მძიმეა.
12:28 / 23.09.2021
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის კოვიდ კლინიკებში იმყოფება 505 პაციენტი, აქედან 37-ის მდგომარეობა მძიმეა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
Life in exile during the pandemic [Documentary film]

In the village Rukhi in Zugdidi municipality, nine internally displaced

„არ ყოფილა საშიში“ - ვაქცინაცია სოფლის ამბულატორიაში [ვიდეო]
74 წლის ზაურ ჯიქია დროებით მოწყდა თხილნარში მოსავლის
ფოტო
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.