გალის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების შეზღუდვაზე არის კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან - სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გალის რაიონის
სკოლებში
ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით
გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე შეშფოთებას გამოთქვამს.
"ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებსა და პრინციპებს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს.
აქვე ვკითხულობთ, რომ გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასთან და აქედან გამომდინარე ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის გამოვლინებასთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს უკვე აქვთ კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით:
"ქართული მხარე ძალღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, სხვა ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 სექტემბერს, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, გაავრცელა ინფორმაცია რომ საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, გალის რაიონის სკოლებში მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს აეკრძალათ ქართულ ენაზე განათლების მიღება.
ოკუპირებულ გალის რაიონში, სამეგრელოს მოსაზღვრე სოფლებში, ე.წ. დაბალ ზონაში წლების მანძილზე, ეტაპობრივად იზღუდებოდა ქართულ ენაზე სწავლა. ყოველწლიურად სულ უფრო მცირდებოდა იმ კლასების რაოდენობა, სადაც მოსწავლეები რუსული ენის არ ცოდნის გამო ჯერ კიდევ ქართულად იღებდნენ განათლებას. ძირითადად გამონაკლისი მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის იყო დაშვებული, იმ მიზეზით, რომ კარგად არ ფლობდნენ რუსულს. სასკოლო განათლების რუსულ ენაზე მიღება უფრო ადრე დაიწყო ქალაქ გალისა და მაღალი ზონის სოფლის სკოლებში. იქ ქართულს, როგორც უცხო ენას, მხოლოდ ერთი საათი ეთმობოდა.