ახალი ამბები
ხობში სახლების პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა
ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად ეზოები დაიტბორა. წყალი რამდენიმე სახლის პირველ სართულზეც შევიდა.

ხობის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მახარე ჩოკორაიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სტიქიამ ახალსოფლის, ქვალონის და ჭალადისის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები ოჯახები აზარალა. მისი თქმით, ჯამში ამ წუთისთვის, 11-მდე ოჯახი ნახეს, სადაც წყალმა პირველ სართულზე შეაღწია.

ფოტო ხობის მერიის ფეისბუკ გვერდიდან

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ჯგუფები. ხობში ამ წუთებშიც კოკისპირულად წვიმს.

ფოტო ხობის მერიის ფეისბუკ გვერდიდან

სტიქიით გამოწვეული ზარალის მოცულობას შესაბამისი კომისია ითვლის. მერიის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახები ხელისუფლებისგან შესაბამის დახმარებას მიიღებენ.