ახალი ამბები
ზუგდიდში ოთხი სოფლის დამაკავშირებელი გზის განათებას ითხოვენ
FaceBook Twitter
E-mail Print
ურთის გადასახვევთან, ოთხი სოფლის - ცაიშის, ურთის, ხეცერას და აბასთუმის დამაკავშირებელი გზა, მოსახლეობის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არ განათებულა. ადგილობრივების თქმით, დაახლოებით ერთ კილომეტრამდე მონაკვეთზე გადაადგილება ღამის საათებში სახიფათოა და ვერც ბავშვები გამოჰყავთ სასეირნოდ შებინდებისას.

ზუგდიდის მცხოვრები, მწერალი და გამომცემელი ზვიად კვარაცხელია, რომელიც ოჯახთან ერთად ცაიშში ისვენებს, ამბობს, რომ მოსახლეობამ მერიას არაერთხელ მიმართა პრობლემის გადაჭრის თხოვნით, პასუხად კი მხოლოდ შეუსრულებელი დაპირებები მიიღეს. მისივე ცნობით, ეს გზა, რაც თავი ახსოვს, არასდროს განათებულა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ოჯახის მიერ ეზოებში დამონტაჟებულ კერძო ლამპიონს.

როგორც "ლაივპრესთან" ზვიად კვარაცხელია აცხადებს, მართალია მისი სახლის წინ მწოლიარე პოლიციელია, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ქუჩის განათება აუცილებელი პირობაა.

"მთელი აგვისტო და სექტემბრის ნახევარი, რაც ჩემს მშობლიურ ცაიშში ვარ ოჯახთან ერთად, ვცდილობ, ადგილობრივი ხელისუფლებისგან - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან მივიღო პასუხი, რას აპირებენ, რა გადაწყვიტეს, როდის მოგვარდება ეს პრობლემა. მქონდა ყოველდღიური სატელეფონო კავშირი და მიმოწერა მერის მოვალეობის შემსრულებელთან, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან. მეტიც, ამის პარალელურად მათი წარმომადგენელი მოსახლეობას შეჰპირდა უახლოეს თვეში პრობლემის მოგვარებას, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ზოგი ზარს არ პასუხობს, ზოგი რაღაც გაუგებარ მიზეზებს ამბობს, ზოგს მისი კომპეტენციის საქმედ არ მიაჩნია ეს და ა. შ. დაუსრულებლად", - ამბობს ზვიად კვარაცხელია.

მისივე თქმით, ამ დრომდე არავინ მოსულა პრობლემის შესასწავლად. არც ხარჯთაღრიცხვა უწარმოებია ვინმეს იმის დასადგენად, თუ რაა საჭირო ქუჩის გასანათებლად და რა თანხებს მოითხოვს ეს ყველაფერი. ან რა ვადებშია შესაძლებელი პროექტის განხორციელება. მოსახლეობის მოთხოვნაა, მერიამ გამოგზავნოს წარმომადგენლები და ადგილობრივ მცხოვრებლებს მიაწოდონ ყველა ამ კითხვაზე დროული პასუხი.

"ცოტა პარტიული ამბების იქითაც გაიხედეთ, მოსახლეობის პრობლემებიც დაინახეთ დროულად, თორემ მერად, გამგებლად და დეპუტატად სამუდამოდ არავინ დარჩენილა და ამ ქალაქში კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა", - მიმართავს ზვიად კვარაცხელია ადგილობრივ ხელისუფლებას.

ზუგდიდის მერიაში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ მოქალაქეთა საჭიროების შესახებ იციან და მის მოგვარებაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა.

"ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება", - ირწმუნებიან მერიაში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.