სოფელ დარჩელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
ზუგდიდი-ანაკლიის ავტომაგისტრალზე, სოფელ დარჩელში მომხდარი
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი
ადგილობრივ რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჩვენი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ბეტონის ფილებს შეეჯახა. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.