ახალი ამბები
კორონავირუსი 180 პირს დაუდასტურდა სამეგრელოს რეგიონში
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 180 პირს გამოუვლინდა. თბილისში 559 ახალი შემთხვევაა, კახეთში 241.

დანარჩენ რეგიონებში შემთხვევები ასე ნაწილდება:

იმერეთი 227, შიდა ქართლი 117, ქვემო ქართლი 116, აჭარა 100, მცხეთა-მთიანეთი 43, გურია 35, სამცხე-ჯავახეთი 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 6.

ქვეყანაში კორონავირუსის 1653 შემთხვევაა. 47 პაციენტი გარდაიცვალა.