ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში 500-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის კოვიდ კლინიკებში იმყოფება 505 პაციენტი, აქედან 37-ის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება - 158 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 32, ფოთის კლინიკაში იმყოფება - კოვიდ 37 პაციენტი, სენაკის კლინიკა სენამედში- 42 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკა ბომონდში - 38, მათ შორის მძიმე 3,  აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა - 26 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედი - 97 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2 და საშუალო სიმძიმის 74, მარტვილის ევექსის კლინიკა - 13 პაციენტი, წალენჯიხის ევექსის კლინიკა - 20 პაციენტი. 

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა - 215.

ქვეყნის მასშტაბით, გამოვლინდა ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 646 პირი, გარდაცივალა 47 პაციენტი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 885.