ახალი ამბები
ახალ ათონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალი ათონის ტბაში მამაცის ცხედარი იპოვეს. ის რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც ოკუპირებული რეგიონში 15 სექტემბრიდან ეძებდნენ.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ მამაკაცი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და წყალში ბანაობისას დაიხრჩო.