ახალი ამბები
ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირიპირდნენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ოფისთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ნიკა მელიამ კობახიძეს მიმართა კითხვით : "გჯერა, რომ დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტები? შენ ხარ უსინდისო და 2 ოქტომბერს მიიღებ შესაბამის პასუხს, შე მონა".

საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ მას "ნაძირალა პროვოკატორი" უწოდა და ტერიტორია მალევე დატოვა.

ნიკა მელიას განცხადებით, მთელმა საქართველომ და საერთაშორისო საზოგადოებამ იცის, რომ უკანონოდ უსმენენ, თუმცა იმის ნაცვლად, რომ თავი დახარონ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ყველაფერს ფაბრიკაციას უწოდებენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა მელიამ დღეს პროვოკაცია მოაწყო: "ასე აწყობენ პროვოკაციებს ეს ნაძირლები და ბინძურები. პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო, ბინძური", – განაცხადა კობახიძემ.

მანამდე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა.