სახელმწიფო ინსპექტორმა ლექსო ლაშქარავას ჩანაწერების გავრცელებისთვის შსს დააჯარიმა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური "ტვ პირველის" ოპერატორის,
ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების
გასაჯაროებას პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად აფასებს.
განცხადებაში, რომელსაც სამსახური ავრცელებს,
ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა დაეკისრა და დაჯარიმდა 2 000 ლარით. ასევე,
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებას
და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის
ოდენობით.
"ვინაიდან 2021 წლის 11 ივლისს სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ვერც ერთი ვიდეოჩანაწერი ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით და ამასთან, ბრიფინგებზე არ იქნა განმარტებული ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალებასთან აღნიშნული ჩანაწერების კავშირი, სამინისტროს მიერ ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება შეფასდა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპის დარღვევად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2021 წლის 11 და 12 ივლისს, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამართული ბრიფინგების ფარგლებში გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერების მოპოვების კანონიერებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ სამინისტრომ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოიპოვა 2021 წლის 12 ივლისის ბრიფინგზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი აუდიო-ვიდეოჩანაწერი. კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ აუდიო-ვიდეოჩანაწერი სამედიცინო დაწესებულებიდან მოპოვებულ იქნა სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნულ აუდიო-ვიდეოჩანაწერზე (2021 წლის 12 ივლისს, 00:21, 00:24, 00:28 და 00:52 საათებზე) წვდომისა და სამედიცინო დაწესებულების კომპიუტერული მოწყობილობიდან მისი გადმოწერის დროს სამინისტროს მიერ არ შედგენილა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი რაიმე საპროცესო დოკუმენტი. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორმა დაადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულების მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის (მონაცემთა დამუშავების საფუძვლების) დარღვევა, სამინისტროს მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან ვიდეოჩანაწერების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დათვალიერებისა და გადმოწერის ფაქტზე", - ნათქვამია განცხადებაში.
5 ივლისს თბილისში,"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა ჟურნალისტებს სცემეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. თითქმის ყველა მათგანი სხვადასხვა მედიის წარმომადგენელია. განსაკუთრებულად გაუსწორდნენ კონტრაქციის წარმომადგენლები "ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც თავდასხმისგან ჟურნალისტის დაცვას ცდილობდა. მას სახეზე ოპერაციაც დასჭირდა. ლექსო ლაშქარავა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, 11 ივლისს საკუთარ ბინაში დედამ გარდაცვლილი იპოვა.
მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადეს, რომ შუალედური ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვლილი ოპერატორის სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება და შესაძლოა გარდაცვალების მიზეზიც ზედოზირება იყოს.
ლაშქარავას ოჯახი აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მანამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია და მისი გარდაცვალება 5 ივლისს მიყენებულ მძიმე ტრავმებს უკავშირდება. დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ დასადგენია, გარდაიცვლებოდა თუ არა ლექსო ლაშაქარავა, მანამდე რომ მძიმე ფიზიკური დაზიანებები არ მიეღო.