ახალი ამბები
384 პაციენტი რჩება სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში
სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში 384 პაციენტია. აქედან, რუხის კლინიკაში 139 ინფიცირებული მკურნალობს. მათ შორის მძიმე 32.

ფოთის კლინიკაში 37 პაციენტი რჩება.

სენაკის კლინიკა "სენამედში" 42.

ფოთის კლინიკა "ბომონდში" 35 კოვიდ პაციენტი მკურნალობს. მძიმეა სამი მათგანის მადგომარეობა.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 25 პაციენტია მოთავსებული.

სენაკის "ლაზიკა მედში" 91. ორის მდგომარეობა მძიმეა, 74-ის კი საშუალო სიმძიმის.

მარტვილის ევექსის კლინიკაში 15 პაციენტია.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 213 პირი.

რეგიონის მასშტაბით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 23 კოვიდინფიცირებული მოქალაქე.