ძლიერმა ქარმა სოფელ შავღელეში ერთი სახლი წააქცია, 20-მდე სახლის სახურავი დააზიანა და ხეები მოგლიჯა
ხობში, შავღელეს ადმინისტრაციული ერთეულში ძლიერმა ქარმა საცხოვრებლი
სახლები
დააზინა, მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და სავარგულები. ელექროენერგიის
გარეშეა დარჩენილი სოფლის ნაწილი.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 20-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, ერთი სახლი კი ქარმა მთლიანად წააქცია.
სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი გუგუჩიას განცხადებით, სპეციალური კომისია დილიდან დაიწყებს ზიანის დათვლას, რის შემდეგაც მოსახლეობას ზარალი აუნაზღაურდება.
გიორგი გუგუჩიამ დაზარალებულ ოჯახებს სასტუმროებში დაბინავება შესთავაზა, თუმცა ადგილობრივებმა სოფელში დარჩენა არჩიეს.
დაზიანებული საცხოვრებელი სახლები დროებითი გადასახური მასალით გადაიხურა. ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და "ენერგო პრო-ჯორჯიას" ჯგუფები.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ფოთშიც. სტიქიის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და წაქცეულია ხეები. ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს.სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.