ახალი ამბები
სამი პაციენტი გარდაიცვალა რუხის კოვიდ კლინიკაში
რუხის კოვიდ კლინიკაში კორონავირუსს სამი პაციენტი ემსხვერპლა. გარდაცვლილები არიან აფხაზეთის - სოხუმის მცხოვრები, 56 წლის ქალი, ზუგდიდის მკვიდრი 78 წლის ქალი და სენაკის მცხოვრები 67 წლის მამაკაცი.

სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში 307 პაციენტია. აქდან, რუხის კლინიკაში 139 ინფიცირებული რჩება. მათ შორის მძიმე 32.

ფოთის კლინიკაში 37 პაციენტი მკურნალობს.

სენაკის კლინიკა "სენამედში" 42 რჩება.

ფოთის კლინიკა "ბომონდში" 35 კოვიდ პაციენტია მოთავსებული. მძიმეა 3 მათგანის მდგომარეობა.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 25 პაციენტი რჩება, სენაკის "ლაზიკა მედიში" 91. მათ შორის მძიმე 2 და საშუალო სიმძიმის 74.

მარტვილის ევექსის კლინიკაში 15 პაციენტი მკურნალობს.

წალენჯიხის ევექსის კლინიკაში - 14.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 197 პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში იმყოფება 23 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე.