ახალი ამბები
კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 663 ახალი შემთხვევა
ბოლო 24 საათში 13 277 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 7 302, პისიარ ტესტით - 5 975. გამოვლინდა კორონავირუსის 663 შემთხვევა. სულ დადასტურებულია 607 155 შემთხვევა.

გარდაიცვალა 27 პაციენტი. ჯამში 8844 გარდაცვლილი.

გამოჯანმრთელდა 2383 პაციენტი. სულ 578 881 გამოჯანმრთელებული.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,99%, ბოლო 14 დღის - 6,48%, ბოლო 7 დღის - 6,01%.

აიცრა კიდევ 6617 პირი. სულ ჩატარდა 1 749 457 აცრა.

კარანტინის რეჟიმში რჩება 45 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 569, კლინიკურ სასტუმროში 776.