ახალი ამბები
ძმის პოლიტიკური შეხედულების გამო, ჩემზე დაიწყო ზეწოლა და ორგანიზაცია დაზარალდა - ააიპ-ის ხელმძღვანელი
FaceBook Twitter
E-mail Print
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ლევან წულაიას განცხადებით, იმის გამო, რომ მისი ძმა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მხარდამჭერია, მასზე ზეწოლა ხორციელდება და ორგანიზაციის საქმიანობასაც ხელი ეშლება.

"ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირისგან მივიღე შეტყობინება, რომ დამეტოვებინა თანამდებობა. იმის გამო, რომ ჩემი ძმა არის ოპოზიციის მხარდამჭერი. მე განვაცხადე. რომ არ დავტოვებ სამსახურს, მოიწვიეთ სამეთვალურეო საბჭო და გადაწყვიტეთ კანონიერად, რადგან მე პასუხისმგებლობა მქონდა აღებული საკუთარ თავთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან. ამის შემდეგ დაიწყეს ორგანიზაციისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ამჟამინდელმა გუბერნატორმა გიორგი გუგუჩიამ გააფრთხილა მუნიციპალიტეტების მერები, რომ უარი ეთქვათ იმ თანხის გამოყოფაზე, რომელიც ჩვენი დაფინანსებისთვის იყო გათვალისწინებული", - განაცხადა ლევან წულაიამ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე.

ის საქმიანობისთვის ხელშეშლაში ადანაშაულებს ასევე ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელ კონსტანტინე კაკავასაც.

"ზუგდიდის მერი, რომელიც არის ჩვენი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მას აქვს ვალდებულება, რომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობას, მერის მოვალეობის შემსრულებელმა კი გადაწყვიტა, რომ არ აინტერესებს ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა. დაახლოებით 4 თვეა არ დაინტერესებულა რა ხდებოდა ორგანიზაციაში, რა მოვალეობები აკისრია, როცა ჩვენ ვთხოვდით საბჭოს მოწვევას, მათ ოფიციალურად მოიწერეს, რომ აქვთ უფლება, რომ როცა საჭიროდ ჩათვლიან, მაშინ მოიწვიონ საბჭო", - განაცხადა ლევან წულაიამ.

სწორედ მასზე გახორციელებულ ზეწოლას უკავშირებს ის, რომ ორგანიზაციაში ერთდროულად იმყოფება სახელმწიფო აუდიტი და ასევე მერიის აუდიტიც.

"ჩემი ძმის პოლიტიკური შეხედულების გამო ჩემზე წამოვიდა პოლიტიკური ზეწოლა და რამაც ორგანიზაცია დააზარალა. ვტოვებ თანამდებობას, აღმასრულებელი დირექტორის და მინდა წარმატებები ვუსურვო ორგანიზაციას", - განაცხადა წულაიამ.

მასთან ერთად თანამდებობა დატოვა პროდუქტის განვითარების მენეჯერმა მარიკა თოდუამ.

"ჩემზე არანაირი ზეწოლა არ იყო, თუმცა გული მწყდება, რომ ასეთი დასასრული აქვს ყველაფერს. ისეთი გეგმები გვქონდა და ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ შედეგებიც მიგვეღო. მაგრამ იქ სადაც პოლიტიკაა, მე ვთვლი, რომ ჩემი ადგილი არ არის," - განაცხადა მარიკა თოდუამ.

დანიშნულების მართვის ორგანიზაცია გასული წლის 11 დეკემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და USAID/Zrda-ს ინიციატივით შეიქმნა. ინტერმუნიციპალური ააიპ-ის თანამშრომლები სამეთვალყურეო საბჭომ შეარჩია, რომელიც დაკომპლექტებული იყო მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირებისა და კერძო სექტორისგან.

ლევან წულაია ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორად 2 წელია რაც მუშაობს, მანამდე ის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას ადმინისტრაციაში აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ლევან წულაიას მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ "ლაივპრესმა" რწმუნებულის ადმინისტრაციას და ზუგდიდის მერიას მიმართა კითხვით ჰქონდა თუ არ ადგილი დანიშნულების მართვის ორგანიზაციის საქმიანობისთვის ხელშეშლას, თუმცა მერიაში განაცხადეს, რომ კომენტარს არ გააკეთებენ, რწმუნებულის ადმინისტრაციისგან კი პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.