ახალი ამბები
ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა უსაფუძვლო უწოდა ააიპ-ის ხელმძღვანელის ბრალდებებს
FaceBook Twitter
E-mail Print
დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ლევან წულაიას განცხადებას, რომ მისი ძმის პოლიტიკური შეხედულების გამო, მასზე ზეწოლა ხდებოდა და ორგანიზაციას საქმიანობაში ხელი ეშლებოდა, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ უპასუხა.

მისი თქმით, თავად ლევან წულაია არ თანამშრომლობდა მერიასთან.

"არც მას და არც სახელმწფო რწმუნებულს გიორგი გუგუჩიას ლევან წულაიასთან პოლიტიკაზე საუბარი არ ჰქონიათ, მათ შორის მხოლოდ საქმიანი კომუნიკაცია იყო. ამ ადამიანთან არც მე არც გუბერნატორს არ გვქონია პოლიტიკაზე საუბარი, ან საკადრო საკითხებზე, ჩემთვის გაუგებარია, რა ნაბიჯები გადადგა ამ ადმაიანმა, რაც შეეხება აუდიტორულ შემოწმებას, რომელზეც ის საუბრობს, 2020 წლის დეკემბერში დაიგეგმა ყველა იურიდიულ პირში, მათ შორის დანიშნულების მართვის ორგანიზაციაში აუდიტორიული შემოწმება, ეს არის გეგმიური შემოწმება. ჩვენ როგორც მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულები ვართ, ყველა ააიპი შევამოწმოთ, ხოლო ყველა ააიპ-ს ხელმძღვანელს აქვს ვალდებულება გაასაჯაროვოს თავისი ხარჯები, თუ ვინმე არ აკეთებს ამას, ეს არის არასწორი ნაბიჯი და რა მოტივით არ აკეთებს ამას. ესეც ჩემთვის გაუგებარია", - განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.

რაც შეეხება ლევან წულაიას ბრალდებას, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელმა არ მოიწვია სამეთვალყურეო საბჭო, კონსტანტინე კაკავას განცხადებით, საბჭოს სხდომა აუცილებლად ჩატარდებოდა.

"ჩვენ ამას ისედაც ვგეგმავდით რადგანაც ეწურებოდა შრომითი ხელშეკრულება ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებდით მისთვის ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე. ან თუ ისურვებდა სამსახურიდან წასვლას, ვიმჯედებდით ამ საკითხზე, ეს სხდომაც აუცილებლად ჩატარდება.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ინვესტიციების ხარჯვასთან დაკავშირებით, რომ არაჯეროვნად ხდებოდა მისი ათვისება, რის გამოც საერთაშორისო ორგანიზაციები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებასაც. თუმცა ეს არის შიდა მენეჯმენტის საკითხები და შეიძლება ეს არ გვეხება, მაგრამ როგორც დამფუძნებელი, რომელიც მას აძლევს გარკვეულ ფინანსურ ასიგნებებს, როგორც სხვა იურიდიული პრი, ისიც არის ვალდებული მუნიციპალიტეტის წინაშე და ის თანხები, რომელიც მუნიციპალიტეტის მხრიდან გაიცემა, არის ზუგდიდელი გადასახადების გადამხდელების თანხა და ნებისმიერი აუდიტორული დაკვნა არის გამჭვირვალე ყველასათვის.

სამწუხაროდ ამ ააიპ-ის ხემძღვანელმა არ ისურვა ჩვენთან თანამშრომლობა და დოკუმენტაციის წარმოდგენა", - განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.

დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ლევან წულაიამ დღეს ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ძმა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მხარდამჭერია, რის გამოც მასზე ზეწოლა ხორციელდება და ორგანიზაციის საქმიანობასაც ხელი ეშლება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.