მედია ძალადობისა და ტოტალური უკანონო მოსმენების სამიზნე - TI წინასაარჩევნო გარემოზე
მედიაგარემოს მიმართებით მდგომარეობამ ქვეყანაში კრიტიკულ ზღვარს
მიაღწია.
ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის შესრულება სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა, - ასე აფასებს წინასაარჩევნო გარემოს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო". მათი თქმით, საანგარიშო
პერიოდში, საჯაროდ გავრცელებულ წყაროებზე დაყრდნობით, საპარლამენტო
არჩევნებიდან დღემდე, სულ მცირე 23 მედიის წარმომადგენელზე 93
ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა.
კვლევის ავტორთა განცხადებით, ხელისუფლება ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებს. მაგალითად, 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებისას, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების ორგანიზატორები პასუხისგებაში დღემდე არ მიუციათ.
მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ, განსხვავებული აზრის გამო ჟურნალისტის გათავისუფლებისა და მედიის ხელმძღვანელობის მიერ ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები. რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახური საკუთარი მედიის მიუღებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო დატოვა.
"მმართველი პარტიის წევრთა აგრესიულმა და მუქარის შემცველმა რიტორიკამ ყოველდღიური სახე მიიღო, რაც დამატებით ახალისებს მედიის წინააღმდეგ ძალადობას და ამძაფრებს ქვეყანაში არსებულ ისედაც რთულ და პოლარიზებულ გარემოს. მართალია, ხელისუფლებამ კრიტიკული მედიის მიმართ მცირე ხნით შეწყვიტა ბოიკოტი, თუმცა მალევე განაახლა ეს რეჟიმი და დღეისათვის მათ პოლიტიკურ გადაცემებში არ მონაწილეობს.
ქვეყანაში უკანონო მოსმენები გრძელდება, მათ შორის კრიტიკული მედიის ჟურნალისტების წინააღმდეგ და ამას ტოტალური ხასიათი აქვს. საჯაროდ გავრცელდა ფაილები, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარულ მოსმენებს ასახავს. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის, ასევე ჟურნალისტებისა და მედია კომპანიების მიერ მოწოდებული მონაცემების შედეგად, მინიმუმ, 10 მედიასაშუალების 55-მა ჟურნალისტი ადასტურებს, რომ სუს-ის ფაილებში არსებული ინფორმაცია ნამდვილია და მსგავსი შინაარსის კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი.
კვლავაც გრძელდება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, მათ შორის, ტელევიზიის მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით", - ვკითხულობთ "გამჭვირვალობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვლევის ავტორების ცნობით, მინიმუმ, 10 მედიასაშუალების 55 ჟურნალისტი ადასტურებს, რომ სუს-ის ფაილებში არსებული ინფორმაცია ნამდვილია და მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია ნამდვილად შედგა.
მათივე თქმით, გრძელდება სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების გზით პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო სექტორისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
"ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამოძიების პროცესში, სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები და ქმედებები არა რეალური მიზეზის დადგენისკენ იყო მიმართული, არამედ გარდაცვლილი ჟურნალისტის დისკრედიტაციისაკენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული შუალედური დასკვნით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და "გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება". 24 სექტემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გამო "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონი დაირღვა და სამინისტროს 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. სახელმწიფო ინსპექტორის შეფასებით, ოპერატორის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.