ახალი ამბები
კორონავირუსს სამეგრელოს 3 მცხოვრები ემსხვერპლა
სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ორი რუხის კლინიკაში. კერძოდ, რუხში ვირუსს 75 წლის ზუგდიდელი ქალი და 70 წლის ქალი ოჩამჩირიდან.

სენაკის კლინიკა "სენამედში" კი სენაკის მცხოვრები, 67 წლის ქალი გარდაიცვალა.

რეგიონის კოვიდ კლინიკებში 381 პაციენტია.

რუხის კლინიკაში 122 ინფიცირებული რჩება. მათ შორის მძიმე 28.

ფოთის კლინიკაში 30 პაციენტია მოთავსებული.

სენაკის კლინიკა "სენამედში" 42.

ფოთის კლინიკა "ბომონდში" იმყოფება 35 კოვიდ პაციენტი. მათ შორის მძიმე 3.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში - 22.

სენაკის "ლაზიკა მედიში" 92. აქედან მძიმე 2 და საშუალო სიმძიმის 74.

მარტვილის ევექსის კლინიკაში 21 პაციენტი რჩება.

წალენჯიხის ევექსის კლინიკაში 17.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 201 პირი.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში იმყოფება 23 კოვიდ ინფიცირებული.