ახალი ამბები
ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი ტყუის - ააიპი-ის ხელმძღვანელი
FaceBook Twitter
E-mail Print
დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან წულაია, აცხადებს, რომ ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლის კონსტანტინე კაკავას განცხადება, თითქოს ის არ თანამშრომლობდა აუდიტთან სიცრუეა.

"ეს ადამიანი ტყუის, როცა ამბობს რომ დმო-მ არ ითანამშრომლა აუდიტთან. აუდიტორულ შემოწმებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო და ადგილობრივ აუდიტთანაც ვთანამშრომლობთ და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისთვის. პირიქით, ორგანიზაციის ინტერესშია აუდიტორული შემოწმება, რადგან ჩვენს სიძლიერედ ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობა მიგვაჩნია.

ეს ადამიანი ტყუის და ავლენს არაკომპეტენტურობას, როცა ამბობს, რომ დმო არ ასაჯაროვებს საკუთარ ხარჯებს. ჩვენი ორგანიზაცია წესდების შესაბამისად, დადგენილ ვადებში, პირნათლად ასრულებს ფინანსური ანგარიშის წარდგენის ვალდებულებას, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე, სხვა მუნიციპალიტეტების მერიების მიმართ", - აცხადებს ლევან წულაია. მისივე თქმით, კონსტანტინე კაკავა ტყუის მაშინაც, როცა ამბობს, რომ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მოწვევას გეგმავდა.

"ეს ადამიანი ტყუის, როცა ამბობს, რომ სამეთვალყურეო საბჭოს 1 ოქტომბრამდე მოწვევას გეგმავდა. საბჭოს მოწვევას, დირექტორთან ერთად, მინიმუმ ერთი კვირით ადრე სჭირდება დღის წესრიგის შექმნა და წევრებისადმი გაგზავნა. პირიქით,მან 21 სექტემბერს დაგეგმილი სამეთვალყურეო საბჭო ჩაშალა.

ეს ადამიანი ტყუის, როცა ამბობს რომ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ჩემთან. ვთქვი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არც მას და არც მოქმედ სახელმწიფო რწმუნებულს ერთხელაც არ უკითხავთ დმო-ს საქმიანობის შესახებ.

ეს ადამიანი ტყუის, ავლენს არაკომპეტენტურობას და ჭორაობს, როცა ამბობს რომ მას აქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ ეს შიდა მენეჯმენტის საკითხია და მას არ ეხება. ის ერთხელ მაინც, რომ დაინტერესებულიყო საერთაშორისო დონორებით, სრული ინფორმაცია ექნებოდა ამასთან დაკავშირებით და იმასაც გაიგებდა, რომ ეს საკითხი მას პირდაპირ ეხება, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს.

სამწუხაროა, რომ ეს მატყუარა, არაკომპეტენტური და ჭორიკანა ადამიანი დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას ასრულებს! მართალია დროებით, მაგრამ მაინც", - აცხადებს ლევან წულაია.

28 სექტემბერს, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან წულაიამ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ძმა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მხარდამჭერია, რის გამოც მასზე ზეწოლა ხორციელდება.მან საქმიანობისთვის ხელშეშლაში ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავაც დაადანაშაულა.

ამის პასუხად, კონსტანტნე კაკავამ განაცხადა, რომ თავად ლევან წულაია არ თანამშრომლობდა მერიასთან, მისივე თქმით, ააიპ-ის ხელმძღვანელმა არ ისურვა აუდიტთან თანამშრომლობა და დოკუმენტაციის წარმოდგენა.

დანიშნულების მართვის ორგანიზაცია გასული წლის 11 დეკემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და UშAID/ძრდა-ს ინიციატივით შეიქმნა. ინტერმუნიციპალური ააიპ-ის თანამშრომლები სამეთვალყურეო საბჭომ შეარჩია, რომელიც დაკომპლექტებული იყო მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირებისა და კერძო სექტორისგან.

ლევან წულაია ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორად 2 წელია რაც მუშაობს, მანამდე ის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას ადმინისტრაციაში აპარატის უფროსად მუშაობდა.

ლევან წულაია დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას 1 ოქტომბრიდან ტოვებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.