ზუგდიდში, ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ქალაქ ზუგდიდში, 84-ე
საარჩევნო უბანზე
მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ
ხელის შეშლის ფაქტზე. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
ნათქვამია, რომ ზუგდიდის პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
ზუგდიდის 84-ე საარჩვენო უბანზე ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ელექტროშოკით დაემუქრნენ. ჟურნალისტებს შორის იყო ტელეკომპანია "ფორმულას" გადამღები ჯგუფი.
ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი ამბობს, რომ სპორტსმენი დავით ქირია მათ ელექტროშიკით ემუქრებოდა და შეუაცხყოფას აყენებდა.
გამოძიება დაწყებულია მარნეულსა და ბათუმში მომხდარ შემთხვევებზეც.
"გარდა ამისა, ამ ეტაპისათვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების, ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე, ასევე 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რეაგირება განახორციელა 30-მდე შემთხვევაზე. იქ, სადაც გამოიკვეთა კანონით დადგენილი დისტანციის დარღვევის პირველადი ფაქტი, პოლიციის მიერ შეკრებილ მოქალაქეებს მიეცათ გაფრთხილება. აღნიშნულის თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შედგენილია შესაბამისი ოქმები", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შსს მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თუ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.