ახალი ამბები
არაერთ რაიონში მეორე ტური იქნება, შეიძლება ეს 10-ზე მეტიც - მდინარაძე
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეიძლება არჩევნების მეორე ტური გაიმართოს 10-ზე მეტ მუნიიპალიტეტში, მაგრამ ეს არ იქნება 20-ზე მეტი. მისივე სიტყვებით, რაც შეეხება თბილისს, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეგზიტპოლის შედეგებით, არის 51%-ზე ცოტა მეტი, 3%-იანი ცდომილების გათვალისწინებით დაზუსტებით რამის თქმა, რთულია.

"ოპოზიცია, როდესც ამბობს, რომ ისინი იგებენ ყველგან, ეს არის უდიდესი არაადეკვატურობა ან უდიდესი განზრახ ტყუილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით. ერთი მონაცემიც და მეორე მონაცემიც, გამოქვეყნებული მასალებით მტკიცებულებებს, არავის დაუჯეროთ, არც მათ - ჩვენს ოპონენტებს, არც ჩვენ. უბრალოდ მტკიცებულებები სხვა რამეზე მეტყველებენ.

არცთუ ცოტა რაიონში იქნება მეორე ტური. ეს არ იქნება რაიონების ნახევარი, მაგრამ შესაძლებელია იყოს 10-15-ში. ეს არ იქნება 2-3, მაგრამ არც 30. თუმცა, იქნება რაიონები და გიდასტურებთ, რომ რამდენიმე და არაერთი, მეორე ტური იქნება, შეიძლება ეს 10-ზე მეტიც იყოს, მაგრამ ეს არ იქნება 20-ზე მეტი. რაც შეეხება თბილისში, ეგზიტპოლის შედეგებით, არის 51%-ზე ცოტა მეტი. 3%-იანი ცდომილების გათვალისწინებით, ჩვენ გადაჭრით არაფერი შეგვიძლია ვთქვათ, გადაჭრით ამაზე საუბარი არ შეგვიძლია. შემოდის მონაცემები და რამდენიმე საათში უკვე გვეცოდინება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.