კორონავირუსს 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსს 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
კლინიკის
სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, პაციენტს
თანდაყოლილი ქრომოსომული პათოლოგია ჰქონდა გულის კომბინირებულ მანკთან
ერთად. იწონიდა ძალიან ცოტას. ის მათთან, კორონავირუსის
დადასტურებიდან ექვს დღეში, სხვა საავადმყოფოდან გადმოიყვანეს.
მაია ჩხაიძის თქმით, რეანიმაციაში 19 ბავშვია მოთავსებული. მათგან ერთ-ერთი, 2 თვე-ნახევრის პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.
ქვეყანაში კორონავირუსის 867 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 30 პაციენტი.
მაია ჩხაიძის თქმით, რეანიმაციაში 19 ბავშვია მოთავსებული. მათგან ერთ-ერთი, 2 თვე-ნახევრის პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.
ქვეყანაში კორონავირუსის 867 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 30 პაციენტი.