ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ 2 პაციენტი ემსხვერპლა
რუსეთის ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული 24 საათის განმავლობაში
კორონავირუსზე 733 პირი გამოიკვლიეს, საიდანაც 172-ს ვირუსი
დაუდასტურდა. კორონავირუსს დროის ამ მონაკვეთში კიდევ 2 პაციენტი
ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით გარდაცვლილია 421
პირი. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 28 120-მდე გაიზარდა.
ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 63 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. საიდანაც 16-ის ჯანმრთელობის ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 33, ოჩამჩირეში - 6, გაგრაში - 16, ტყვარჩელში - 7, სოხუმში გახსნილ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში კი - 78 პაციენტი მკურნალობს.