აცრის რაოდენობის მიხედვით ექიმების ფულადი წახალისება იგეგმება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის კამპანიის კიდევ უფრო
გააქტიურების მიზნით, პირველადი ჯანდაცვის ექიმების ფულადი დანამატით
წახალისება იგეგმება.
ანუ ექიმს და ექთანს, ვინც აცრებს აწარმოებენ და ასევე ადამიანს, ვინც ამ ამცრელ ჯგუფში შედის, ექნება წახალისება იმის მიხედვით, დამატებით რამდენ ადამიანს აცრის.
"გარდა იმისა, რასაც იღებენ, თითოეულ აცრაში, იცით, ოთხი ლარია, რასაც სახელმწიფო იხდის და ამაზე სერიოზული დანამატი იქნება", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, ქვეყანაში დაახლოებით 3 000-მდე პირველადი ჯანდაცვის ექიმია. აქედან 1 200 სოფლის, დანარჩენი კი, პოლიკლინიკის ოჯახის ექიმია.
საქართველოში ვაქცინაციის ტემპმა მნიშვნელოვნად იკლო. 5 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 826 786 აცრაა. აქედან 1 დოზით ვაქცინირებულია 991 141 ადამიანი (34,9%); სრულად ვაქცინირებულია 835 645 ადამიანი (29,3%). 4 ოქტომბერს აიცრა პირი.