ზუგდიდის თეატრი ახალ სეზონს პრემიერით გახსნის
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი ახალ, 154-ე
სეზონს იწყებს.
8-9 ოქტომბერს სეზონის პირველი პრემიერა გაიმართება. თანამედროვე
ქართველი მწერლის, თამთა მელაშვილის რომანზე - "შაშვი შაშვი მაყვალი",
რეჟისორმა ნიკა ჩხიკვაძემ სპექტაკლი დადგა.
წარმოდგენა შუახნის მარტოხელა ქალზე, ეთეროზეა, რომელიც პატარა ქალაქში ცხოვრობს და საკუთარ მაღაზიაში მუშაობს. ერთხელაც, მის რუტინულ ყოველდღიურობას ინციდენტი ცვლის. სიკვდილის შიშით შეშინებული გმირი იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, სხვა დროს და ვითარებაში რომ ვერაფრით გაბედავდა.
სპექტაკლში თამაშობენ: მარინა დარასელია, ზურაბ ლაშხია, თეა ცინცაძე, მზეკო ჩარგაზია და მაგდა ხორავა.
წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.