ახალი ამბები
კარგად კი ჭიკჭიკებდნენ, როცა მათ ემატებოდათ ხმები - საოლქო კომისიის თავმჯდომარე ენმ-ს ბრალდებაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებაზე, რომ #11-ე ოლქის 4 უბნის ბათილი ბიულეტენების კონვერტები ოლქში გახსნეს და შედეგები "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გადააკეთეს, არ თვლის რომ დამატებითი კომენტარი უნდა გაკეთდეს. მისი სიტყვებით, დალუქული კონვერტების გახსნა და ბათილი ბიულეტენების დათვლა მოხდა გამჭვირვალედ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის თანდასწრებით, სადაც ნათლად ჩანდა ყველაფერი. მანვე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ოლქმა კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, მსჯელობის შემდეგ მიიღო.

საოლქო საარჩევნოკომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კომისიამ საჩივრების საფუძველზე სხვა უბნის ბათილი ბულეტენებიც შეისწავლა და ოპოზიციას ამაზე პროტესტი არ ჰქონია, რადგან შედეგი მათ სასარგებლოდ იყო:

"ეს არის მათი სუბიექტური მოსაზრება. პირდაპირ და ცალსახად შემიძლია განვაცხადო ამაზე. მე ამაზე დამატებით კომენტარს არ გავაკეკთებ. აქ ესწრებოდა ამ პროცესს, სადამკვირვევბლო ორგანიზაციები. საია, "სამართლიანი არჩევნები", "გამჭვირვალობა". აბსოლიტურად ყველა ჩართული მხარე. ყველა ხედავდით როგორ გაიხსნა ეს კონვერტები, ამიტომ მე ამაზე დამატებით კომენტარს არ გავაკეთებ. კარგად კი ჭიკჭიკებდნენ, როცა მათ ემატებოდათ ხმები. მე ვერავის პოზიციას ვერ დავიკავებ. არც აქეთას და არც იქეთას. აქ ამოვიდა რეალური ხმები, რომელიც გადანაწილდა სამივე კანდიდატზე ვინც იღებდა მაჟორიტარული წესით მონაწილეობას", - განაცხადა მირანდა მესხმა.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე საჩივრების განხილვა გვიან ღამემდე გაგრძელდა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. კომისიამ დააკმაყოფილა მმართველი პარტიის საჩივარი, მე-11 საარჩევნო მაჟორიტარული ოლქის ბათილი ბიულეტენების გადათვლაზე. შედეგად, 11-ე მაჟორიტარული ოლქის 53-ე, 54-ე, 57-ე და 58-ე უბნების ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ "ქართულ ოცნებას" 12, "გახარია - საქართველოსთვის" – 2, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 1 ხმა დაემატა. ამ უბანზე ენმ-ს კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა "ქართული ოცნებიდან" მის კონკურენტს. საოლქო კომისიის მიერ ოთხი უბნიდან 15 ბათილი ბიულეტენის ნამდვილად ცნობის და აქედან 12-ის მმართველი გუნდის კანდიდატის სასარგებლოდ ჩათვლის შემდეგ, რეალობა შეიცვალა. ენმ-მ ზუგდიდის საკრებულოში ერთი მანდატი დაკარგა.

გადაწყვეტილებას ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ენმ-ს წარმომადგენელმა კომისიაში მირანდა გოგოხიამ და ადგილზე დამკვირვებლის სტატუსით მყოფმა პარტიის სხვა წევრებმა, მათ შორის პარლამენტარმა ანა წითლიძემ.

დეპუტატი ირწმუნება, რომ დალუქული კონვერტები, რომელიც საოლქო კომისიაში ინახება, გახსნეს და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გადააკეთეს ხმები. ოპოზიცია გეგმავს მიმართოს პროკურატურას ამ საკითხის გამოძიების მოთხოვნით. ანა წითლიძის თქმით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რისთისაც "მირანდა მესხს ციხეში ყოფნა" მოუწევს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.