მიმდინარეობს მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ბათუმში, 26 მაისის
ქუჩაზე
მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ. მათი ცნობით,
პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა.
ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს
მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან
მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.
ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
"მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება", - ნათქვამია განცხადებაში.
შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.
ჩამონგრეულია საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი. არიან დაშავებულები. ნაწილი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.