ახალი ამბები
საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან - სააკაშვილი ზუგდიდში დაგეგმილ აქციაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს ხვალ, 9 ოქტომბერს ზუგდიდში დაანონსებულ აქციაზე, რომელიც ნიკა გვარამიამ მასთან შეხვედრის შემდეგ წაიკითხა. ექსპრეზიდენტი მოსახლეობას შეკრებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მე-11 მაჟორიტარულ ოლქში მათმა კანდიდატმა მანუჩარ ფიფიამ გაიმარჯვა, თუმცა ამ გამარჯვებას ართმევენ.

"ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანი, როგორც თავის დროზე მხედრიონისა, არის სამეგრელო. ის უკანონობა, რომელსაც ახლა ზუგდიდში სჩადიან და უკვე აპირებენ სენაკშიც და სხვაგანაც, არ უნდა შერჩეთ. მე მქონდა შესაძლებლობა წინა დღეებში ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის, შეუცდომლად შემიძლია ვთქვა, თავისუფლების ჰაერი. საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან.

ხვალ ყველანი ხმების დასაცავად, ნიკა მელიას და პარტიის სხვა ლიდერების მეთაურობით. სოლიდარობა ანზორ მელიას და ჩვენს კანდიდატს [მანუჩარ] ფიფიას, რომელმაც პირველ ტურში გაიმარჯვა და ახლა ართმევენ გამარჯვებას. სოლიდარობა ზუგდიდელებს.

ზუსტად ვიცი, რა შავი ფურცელია ჩვენს ისტორიაში, რომ პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ვერ გავუფრთხილდით მთელი საქართველო. ასევე, ზუსტად ვიცი, რომ ეს აღარასდროს განმეორდება და ამას ჩვენ ერთად აღარ დავუშვებთ", – ამბობს სააკაშვილი.

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ხვალ ზუგდიდში საპროტეტსო აქციის გამართვა დააანონსა "მოპარული ხმების" და ღირსების დასაცავად.

"არცერთი ტომარა, საცავი, არაფერი არ აქვთ დალუქული. რასაც უნდათ, ლუქს ხსნიან, რასაც უნდათ, ლუქავენ, ჭრიან და კერავენ. მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც უმრავლესობაშია ოპოზიცია", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ხმაურით ჩაიარა გუშინ საღამოს "ქართული ოცნების" საჩივრის განხილვამ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში. კერძოდ, სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა მე-11 მაჟორიტარულ ოლქში, ბათილი ბიულეტენების გადათვლის შედეგად, მმართველი პარტიის კანდიდატისთვის დამატებულ 12 ხმას, რომელიც ენმ-ის წარმომადგენელთან აგებდა ორი ხმით. ოპოზიცია ირწმუნება, რომ დალუქული კონვერტები, რომელიც საოლქო კომისიაში ინახება, გახსნეს და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გადააკეთეს ხმები. დღეს კი, მათივე მტკიცებით, ბიულეტენების ოთახში, კონვერტებში ოლქის თავმჯდომარე იქექებოდა. ბრალდებებს მირანდა მესხი უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.