ახალი ამბები
ზუგდიდი არ გახდება თანაზიარი კასტილიან მანიაკთან ასოცირებულ ძალასთან - მამუკა წოწერია
FaceBook Twitter
E-mail Print
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ "ნაციონალურო მოძრაობის" ძალადობრივი სახე, რომელმაც განახორციელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, შეტევა საოლქო საარჩევნო კომისიისა და მისი წევრების მიმართ, - ასე შეაფასა საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებული მოვლენები მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა. მამუკა წოწერიას თქმით, დაზიანდა საარჩევნო კომისიის ინვენტარიც. მანვე აღნიშნა, რომ ეს აგრესია მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბათილი ბიულტენების გადათვლის შედეგმა განაპირობა, როცა ხმების უმრავლესობა მათ კანდიდატს დაემატა. პროცედურა, მამუკა წოწერიას მტკიცებით, საარჩევნო კანონდმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა.

"გადათვლის შედეგად ოპოზიციურ პარტიებსაც დაუფიქსირდათ მათ სასარგებლოდ შედეგები და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ საზიანოდ წამოვიდა კონკრეტული და რეალური ხმები, რომელიც იყო ყუთში და რომელიც აფიქსირებდა ნებას ჩვენი ამომრჩევლის, ეს გახლდათ მათი გაღიზიანებისა და პროტესტის მიზეზი. არცერთ მათგანს ხმის დათვლის პროცედურის დაწყებამდე ერთი პრეტენზიაც არ გამოუთქავამს, რომ კონვერტი იყო დარღვეული, ან ლუქის მთლიანობა იყო დარღვეული. როგორც მოგეხსენებათ, ამ პროცესს ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ასევე, სადამკვირვებლო მისიით არიან და არც მათგან ყოფილა რაიმე ეჭვი", - განაცხადა მერობის კანდიდატმა ბრიფინგზე.

ის დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში სწორედ თავად მოიპოვებენ გამარჯვებას. სჯერა, ამომრჩეველი გაცილებით უფრო მობილიზებული იქნება და ამასთან, მხარს დაუჭერენ ისინიც, რომელთათვისაც მიუღებელია მძიმე წარსულში დაბრუნება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, პირველ ტურში ოპონენტებს გამოუცხადეს ნდობა.

მამუკა წოწერიას თქმით, საზოგადოებამ ძალადობაში, სიყალბესა და ცილისწამებაში გაწაფულ ძალას არ უნდა მიანდოს მიანდოს მართვის სადავეები, თუნდაც რომელიმე მუნიციპალურ ერთეულში. დარწმუნებულია, რომ ზუგდიდიც არ გახდება თანაზიარი, "კასტილიან მანიაკთან" ასოცირებულ ძალასთან.

"ღირსეულ პასუხს მიიღებენ 30 ოქტომბრის არჩევნებში და არც ზუგდიდის მოსახლეობა არ იქნება გამონაკლისი, რომელიც საბოლოოდ უარს ეტყვის მძიმე წარსულში დაბრუნებას და ორი ალტერნატივიდან განვითარებისა და პერსპეტქტივასა და მძიმე წარსულში დაბრუნებას შორის ღირსეულ არჩევანს გააკეთებს", - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

ენმ ხვალ, 9 ოქტომბერს, ხმები დასაცავად საპროტესტო აქციას გამართავს. ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ შეკრებაზე აქტიური გამოსვლისკენ მოუოდა მოსახლეობას ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან. მისი თქმით, საქართვლო გათავისუფლება ისევ სამეგრელოდან უნდა დაიწყოს.

ხმაურით ჩაიარა გუშინ საღამოს "ქართული ოცნების" საჩივრის განხილვამ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში. კერძოდ, სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა მე-11 მაჟორიტარულ ოლქში, ბათილი ბიულეტენების გადათვლის შედეგად, მმართველი პარტიის კანდიდატისთვის დამატებულ 12 ხმას, რომელიც ენმ-ის წარმომადგენელთან აგებდა ორი ხმით. ოპოზიცია ირწმუნება, რომ დალუქული კონვერტები, რომელიც საოლქო კომისიაში ინახება, გახსნეს და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გადააკეთეს ხმები. დღეს კი, მათივე მტკიცებით, ბიულეტენების ოთახში, კონვერტებში ოლქის თავმჯდომარე იქექებოდა. ბრალდებებს მირანდა მესხი უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს.

ენმ-მ პროკურატურას მიმართა მომხდარის გამოძიების მოთხოვნით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.