ჩვენ ველოდებით მთელ ზუგდიდს - ნიკა მელია აქციაზე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში ხვალ საპროტესტო აქციას
გეგმავს.
პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ მხარდამჭერებს 20:00 საათზე, მოსწვლე
ახალგაღდობის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდა.
მისი სიტყვებით, მიუხედავად იმ მძიმე სიტუაციისა, რაც ხდება ბათუმში, უამრავი ადამიანი ამ წუთებშიც აგრძელებს "არჩევნების გაყალბებას".
"ნაცვლად დღეს გასასამართი აქციისა, რომელიც ბათუმის ტრაგედიის გამო არ გავმართეთ, ვთხოვ ზუგდიდელებს, ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს, ხვალ რვა საათზე შევიკრიბოთ ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიასთან, და უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რომ ყველას, მათ შორის საერთაშორისო საოგადოებასაც გავაგონოთ ჩვენი მკაფიო ხმა და პასუხი, ყველა დავარწმუნოთ, რომ არავინ არ ვაპირებთ უკან დახევას, რომ არავინ არ ვაპირებთ თვალი გავუსწოროთ უსამართლობას. ბრძოლა იქნება ბოლომდე. ხვალ ველოდებით მთელ ზუგდიდს", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ზუგდიდში დაგეგმილ აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა მოსახლეობას ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ამჯერადაც სამეგრელოდან უნდა დაიწყოს ქვეყნის გათავისუფლება.
ზუგდიდში ბოლო ორი დღეა განსაკუთრებით დაიძაბა პოლიტიკური ვითარება. ჯერ კიდევ გუშინ, ხმაურით ჩაიარა "ქართული ოცნების" საჩივრის განხილვამ საოლქო საარჩევნო კომისიაში. კერძოდ, სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა მე-11 მაჟორიტარულ ოლქში, ბათილი ბიულეტენების გადათვლას, რომლის შედეგადაც, მმართველი პარტიის კნდიდატს, რომელიც მანამდე ორი ხმით აგებდა ენმ-ის წარმომადგენელთან, 13 ხმა დაემატა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ დალუქული კონვერტები, რომელიც საოლქო კომისიაში ინახება, გახსნეს და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გადააკეთეს ხმები. დღეს კი, მათივე მტკიცებით, ბიულეტენების ოთახში, კონვერტებში ოლქის თავმჯდომარე იქექებოდა. ბრალდებებს მირანდა მესხი უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს.
ენმ-მ პროკურატურას მიმართა მომხდარის გამოძიების მოთხოვნით.
თავის მხრივ,"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ენმ ტყუის და ზუგდიდელები არ დაუშვებენ 30 ოქტომბერს "ძალადობრივი რეჟიმის" დაბრუნებას.