ახალი ამბები
ნიკოლოზ ესართიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები მოიპოვა [ვიდეო]
ზუგდიდელმა ძალოსანმა ნიკოლოზ ესართიამ, საუდის არაბეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა - ერთი ბრინჯაოს, ორი კი ვერცხლის სინჯის.

ნიკოლოზ ესართიამ ატაცში 124/128 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

აკვრაში კი თავი 154/159 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედალი მიიღო ორჭიდის ჯამში მოგროვილი 287 კილოგრამითაც.

პოლონეთში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე აგვისტოში, ზუგდიდელმა ძალოსანმა ერთი ოქრო და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.