ახალი ამბები
ქვეყანას დღეს აქვს ტკივილი, „ნაციონალური მოძრაობა“ კი პროვოკაციულ აქციებს ატარებს - მამუკა წოწერია
FaceBook Twitter
E-mail Print
"ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბი ბათუმში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს. ამის შესახებ მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ განაცხადა. ის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გასამართ აქციას ეხმაურება, რომელიც ამ უმძიმესი ფაქტის მიუხედავად ჩატარდება.

"ზუგდიდი დღეს არის ჭირისუფალი, ისევე როგორც მთელი საქართველო. გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ განცდა უდიდესი ტკივილის და ჩვენი ფიქრები მიმართულია დაღუპულთა ოჯახებისკენ და ვუცხადებთ მათ თანადგომასა და თანაგრძნობას. აქედან გამომდინარე "ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბი 12 ოქტომბრამდე წყვეტს ყველანაირ პოლიტიკურ წინასაარჩევნო აქტივობას. ამ ფონზე კი, "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს ზუგდიდში პროვოკაციულ აქციას. მე მოვუწოდებ ზუგდიდელებს, ჩვენს ამომრჩევლებს, ჩვენს აქტივს, არანაირი სიახლოვე ამ მორალგამოცლილ პოლიტიკურ ძალასთან. არ წამოეგოთ მათ მიზანმიმართულ პროვოკაციაზე. შევინარჩუნოთ სიმშვიდე, თმენის ვალდებულება. ქვეყანას დღეს აქვს ტკივილი და განსაცდელი და ისინი კი ატარებენ პროვოკაციულ აქციებს", - აცხადებს მამუკა წოწერია.

მისივე თქმით, ენმ-ს ღირსეულ პასუხს გასცემენ მას შემდეგ, რაც პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა სულებს.

დღეს, საღამოს 20:00 საათზე, ზუგდიდში საპროტესტო აქციას მართავს "ნაციონალური მოძრაობა" მათი შეკრების მიზეზი, როგორც თავად განმარტავენ, ზუგდიდში "ხმების გაყალბების" შემთხვევებია.

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. ფაქტს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 3 ბავშვია.

11 დღე საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.