ზუგდიდში საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან [ფოტო]
ზუგდიდში, მოსწავლე-ახლგაზრდობის სასახლის წინ იკრიბებიან საპროტესტო
აქციის მონაწილეები. აქცია დაანონსებული რვა საათის ნაცვლად, საღამოს
ცხრაზე დაიწყება.
შეკრებილებს ხელთ აქვთ სანთლები, რომლითაც, ტელეფონის შუქთან ერთად, პატივს მიაგებენ ბათუმში დაღუპულთა ხსოვნას.

ენმ-ის ლიდერების მოწოდებით, ისინი ერთობლივად გააპროტესტებენ არჩევნებში "ხმების გაყალბებას". მათი თქმით, "ოცნების" საჩივრის საფუძველზე, სრულიად უსაფუძვლოდ გადაითვალეს მე-11 მაჟორიტარულ ოლქში ბათილი ბიულეტენები და ხმები მმართველი პარტიის კანდიდატს დაუმატეს, ეს მაშინ, როცა ის გადათვლამდე ენმ-ის წარმომადგენელთან ორი ხმით აგებდა.
ამასთან, პროტესტის მიზეზი, "ნაციონალური მოძრაობის" განმარტებით გახდა საოლქო კომისიის დალუქულ ოთახში, ოლქის თავმჯდომარის ყოფნა, რომელიც მათი მტკიცებით "ბიულეტენებში იქექებოდა". ბრალდებებს მირანდა მესხი უარყოფს. პრეტენზიებს არც მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში იზიარებენ.

ენმ-მ მომხდართან დაკავშირებით, პროკურატურას მიმართა, ამ ფაქტების გამოძიების მოთხოვნით.
აქციის გადაუდებლობის გამო, "ოცნების" ზუგდიდის შტაბმა ენმ გააკრიტიკა. მათი თქმით, როცა ქვეყანაში ასეთი ტრაგედია მოხდა, ისინი "პროვოკაციულ აქციებს" მაინც არ წყვეტენ.