ახალი ამბები
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ზუგდიდელი ნათია გადელია გამოვა
საუდის არაბეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს 81 კგ. წონითი კატეგორიის გოგონები ჩაერთვებიან. ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრებიდან, ზუგდიდელი ნათია გადელია გამოვა.

ნათიამ აგვისტოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ის საქართველოს ჩემპიონია.