ახალი ამბები
ზუგდიდელი ძალოსანი მსოფლიო ჩემპიონია
საუდის არაბეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ზუგდიდელმ ნათია გადელიამ სამი მედალი მოიპოვა (81 კგ.) ატაცში 85/88/91 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ამ შედეგით ის მსოფლიო ჩემოიონია და შეჯიბრზე საქართველოს ჰიმნიც გაჟღერდა.

აკვრაში 108/113/ 117კილოგრამი დაძლია და ოქროს სინჯის მედალი მიიღო. ოქრო მოიპოვა ორჭიდის 208 კილოგრამითაც და შეჯიბრზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

გარდა ამისა, ძალოსანმა საქართველოს რეკორდის გაუმჯობესება ატაცსა და ორჭიდში 4-4 კილოგრამით შეძლო.

ნათია გადელია ევროპის და საქართველოს ჩემპიონია.

ახალგაზრდა ძალოსანზე მასალა "ლაივპრესმა" 2019 წელს მოამზადა.

ამავე შეჯიბრზე, კიდევ ორმა ზუგდიდელმა ძალოსანმა მოიპოვა მედლები. გურამ ვეკუა სამი ვერცხლის, ნიკოლოზ ესართია კი ერთი ბრინჯაოს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.