ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 10 ათასამდე შემთხვევა დადასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოში რეინფიცირების ათი ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგგანუცხადა.

"ბაზებზე ბოლო გადატარებით, რეინფიციების დაახლოებით ცხრიდან ათი ათასამდე შემთხვევა გვაქვს დადასტურებული", - აღნიშნა მან.