ახალი ამბები
დავით ქირია გერმანელ კიკბოქსიორთან ბრძოლას 15 ოქტომბერს გამართავს
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია, One chempionship-ის გრან პრიზე იასპარეზებს, რომელშიც 8 სპორტსმენი მონაწილეობს. ქართველი სპორტსმენი გერმანელ ენრიკო კელის დაუპირისპირდება.

შეჯიბრის საპრიზო ფონდი მილიონი დოლარია.

დავით ქირია სინგაპურში უკვე გაემგზავრა. ის ბრძოლას 15 ოქტომბერს გამართავს.

"ახლა უკვე ჩემზეა წილი და აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო და ღირსეულად წარმოვაჩინო, იმ დიდ შედეგს მივაღწიო, რასაც ამ ტურნირის მოგება ჰქვია", - აცხადებს სპორტსმენი ვიდეომიმართვაში.

დავით ქირია მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.