ახალი ამბები
საქართველოს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეწვევა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ვიზიტს გეგმავს. როგორც სამინისტროს პრესმდივანმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, მინისტრი საქართველოს გარდა უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა.

მინისტრის პრესმდივანს ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა განმარტა, რომ ეს მომდევნო კვირაში იქნება.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ვიზიტს ბრიუსელში დაასრულებს, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან მისი კოლეგების შეხვედრა გაიმართება.