ახალი ამბები
408 პაციენტი რჩება სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში
სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში 408 პაციენტია. რუხის კლინიკაში 160 ინფიცირებული მკურნალოს. მათ შორის მძიმე 34.

ფოთის კლინიკაში 29 პაციენტი რჩება.

სენაკის კლინიკა "სენამედში" 41.

ფოთის კლინიკა "ბომონდში" იმყოფება 30 კოვიდ პაციენტი. მძიმეა 3 მათგანის მდგომარეობა.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 22 პაციენტი რჩება.

სენაკის "ლაზიკა მედში" – 88. მძიმეა 2-ის მდგომარეობა, საშუალო სიმძიმის 74-ის.

მარტვილის ევექსის კლინიკაში 21 პაციენტია მოთავსებული. წალენჯიხის ევექსის კლინიკაში - 17.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 210 პირი.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში იმყოფება 23 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე.

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 444 ახალი შემთხვევაა.