რუხის კოვიდ კლინიკაში თვეზე მეტია კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი არ მუშაობს
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთში
ერთ-ერთი
ყველაზე დიდი კოვიდ ცენტრია, თვეზე მეტია კომპიუტერული ტომოგრაფიის -
კატეს აპარატი არ მუშაობს. ეს ინფორმაცია "ლაივპრესს" რამდენიმე
პაციენტმა მიაწოდა. მათი ცნობით, მოქალაქეებს ამ დრომდე რენტგენის
აპარატის დახმარებით აშუქებენ და პასუხებს, როგორც კატეს გამოკვლევის
შედეგს, ისე აცნობენ.
ამასთან, პაციენტების თქმით, საავადმყოფოში მედიკამენტების დეფიციტიცაა.
ჯანდაცვის სამინისტროში დაგვიდასტურეს ინფორმაცია, რომ კატეს აპარატი მართლაც იყო გაფუჭებული გარკვეული პერიოდი, რამდენიმე დღით, თუმცა გვარწმუნებენ, რომ პრობლემა უკვე აღმოფხვრილია.
"კატეს აპარატი მუშაობს ჩვეულებრივ. რაღაც პერიოდი პრობლემა ჰქონდა აპარატს, მაგრამ შეკეთებულია და საჭიროებისამებრ პაციენტებს უკეთდებათ. უკვე იღებენ ამ სერვისს. გაიმართა სისტემა და აღარ არის პრობლემა", - უთხრეს "ლაივპრესს" ჯანდაცვის სამინისტროში.
კატე კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატია, რომელიც ხელს უწყობს მაღალტექნოლოგიური კვლევის ჩატარებას პაციენტებში უმოკლეს დროში, მინიმალური დასხივებით.
კატე იკვლევს ფილტვს, გულის, ღვიძლის თუ სხვა დაავადებებს და სიმსივნურ პათოლოგიებს და აქტიურად გამოიყენება კოვიდპაციენტების კვლევის პროცესში.
კატეთი გაშუქებისას კარგად ჩანს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები.
რუხის კლინიკამ კოვიდ პაციენტების მიღება 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყო.